ჯოყოლას დახასიათება

პოემა „სტუმარ-მასპინძელი“ ეკუთვნის ვაჟა-ფშაველას. მისი მთავარი პერსონაჟები არიან ზვიადაური და ჯოყოლა ალხასტაიძე. ჯოყოლა არის ქისტი ვაჟკაცი, რომელსაც ვაჟა გვაცნობს ნადირობის შემდგომ ეპიზოდში. მიუხედავად განსხვავებული სარწმუნოებისა, ჯოყოლა უმალ შეიცნობს ზვიადაურში ჭეშმარიტ ვაჟკაცს, ნანადირევს გაუყოფს, ქისტეთში დაპატიჟებს და დაიმეგობრებს.

„ჯოყოლა მიდის წინაო; 
თან მისდევს ზვიადაური, 
ძმობილი გაიჩინაო.“

მიუხედავად იმისა, რომ ჯოყოლას არ ჰქონია ცუდი განზრახვა ზვიადაურის მიპატიჟებისას, მისმა თანათემელებმა ვერ გაუშვეს ხელიდან ხევსური ვაჟკაცის შეპყრობის შესაძლებლობა. ჯოყოლა ყვეელას გასაკვირად თავიდანვე მათ წინააღმდეგ წავიდა და არც მაშინ შეუცვლია აზრი, როდესაც გაიგო რომ ზვიადაური მისი ძმის მკვლელი იყო. ეს ცხადყოფს თუ რამდენად ერთგულია ჯოყოლა ტრადიციებისა და სტუმარ-მასპინძლობის ჩვეულების მიმართ. ის თანატომელებს ასე მიმართავთ: 

„რად სტეხთ საუფლო ჩვენს წესსა, 
თავს ლაფს რად მასხამთ კოკითა?“

თუმცა რათქმაუნდა ჯოყოლას პოზიციის მთავარი მამოძრავებელი ძალა არა ტრადიციების სიყვარული, არამედ ზვიადაურის მიმართ არსებული სიმპათიაა.

ჯოყოლას დავა თავის თანათემელებთან ამით არ შემოფარგლულა. როდესაც ქისტმა მუსამ ჯოყოლას ძაღლი უწოდა, ალხასტაიძემ უმალ ხანჯალზე ააგო კადნიერი მუსა. ამ ეპიზოდში ნათლად ჩანს თუ რა მნიშვნელობა აქვს ჯოყოლასთვის ღირსებას. ამ მხრივ ჯოყოლა ემსგავსება ვაჟას სხვა ნაწარმოებების პერსონაჟებს. მათ შორისაა ალუდა ქეთელაურიც, რომელიც ჯოყოლაც მსგავსად სულიად გარიყა თემმა განსხვავებული აზრის გამო.

ზვიადაურის სიკვდილს რათქმაუნდა უპასუხოდ არ შეარჩენდნენ ხევსურები ქისტებს. ამიტომაც მათ ქისტეთის დარბევა გადაწყვიტეს. ჯოყოლას მიეცა შესაძლებლობა თავისი მარჯვენით დაემტკიცებინა საკუთარი ერთგულება.

კლდიდამ გადუხტა უეცრად 
ქისტი ხმალ-მოღერებითა, 
აკვირვებს ქისტის ლაშქარსა 
მტრის ჯარის მოგერებითა.

ამ მონაკვეთში სულ სხვა მხრიდან ვხედავთ კეთილ და ღირსეულ ქისტს. ჯოყოლა აქ გვევლინება, როგორც ძლიერი ვაჟკაცი და დაუნდობელი მებრძოლი, რომელმაც ერთგულების დასამტკიცებლად სიცოცხლეც კი გაწირა.