განუსაზღვრელი არტიკლი
განუსაზღვრელ არტიკლს აქვს 2 ფორმა: a და an
- a – იხმარება თანხმოვნებით დაწყებული არსებითი სახელების წინ: a pen
- an – იხმარება ხმოვნებით დაწყებული არსებითი სახელების წინ: an apple
განუსაზღვრელი არტიკლი წარმოიშვა რიცხვითი სახელისგან one და ამიტომ იხმარება მხოლოდ მხოლობით რიცხვში. მას მრავლობითი რიცხვი არ გააჩნია.
განუსაზღვრელი არტიკლი იხმარება:
- როდესაც საგანზე ვლაპარაკობთ პირველად: I have an interesting book
- როდესაც აღვწერთ რაიმეს: I have a nice flat
- პროფესიასთან: He is a doctor
- ჩამოთვლისას მხოლობით რიცხვში: I have a father, a mother and a sister
- საგნებთან, რომლებმაც ამა თუ იმ კლასს მიეკუთვნებიან: I have a dog and a cat
- როდესაც ზოგადად აღვწერთ ცხოველებს: A lion is a strong animal and a mouse is weak.
- ძახილის წინადადებაში თვლად არსებით სახელებთან მხოლობით რიცხვში: What a nice day!
- შემდეგ გამონათქვამებში: ერთი მილიონი – a million; ერთი დუჟინი – a dozen; ერთ დღეში – in a day; კვირაში ერთხელ – once a week.
- ფრაზეოლოგიურ შემასმენელში: to have a walk, to have (take) a bath.