განსაზღვრული არტიკლი
განსაზღვრული არტიკლია: The. იგი წარმოიშვა ჩვენებითი ნაცვალსახელისგან This/That და იხმარება როგორც მხოლობით, ასევე მრავლობით რიცხვში: The book – the books.
განსაზღვრული არტიკლი იხმარება, როდესაც საგანზე ვლაპარაკობთ მეორედ, ე.ი უკვე ვახსენეთ იგი და ეს საგანი ჩვენთვის ნაცნობი და განსაზღვრულია: I have a book, the book is interesting.
განსაზღვრული არტიკლი იხმარება:
- მდინარეების, ზღვებისა და ოკეანეების სახელების წინ: The Thames, the Black Sea, the Atlantic Ocean.
- არხებისა და სრუტეების წინ: The English Channel, the Bering Strait
- ოთხი მხარის წინ: The North, the West, the East, the South
- მთის ქედების წინ: The Alps, the Caucasus, the Urals
- კუნძულების ჯგუფების წინ: The Philippines, the Bahamas
- ზოგიერთი გეოგრაფიული სახელის წინ, რომელიც ერთზე მეტ ტერიტორიულ ერთეულს მოიცავს: The United States, the UK, the USSR
- ეთნიკური ჯგუფების წინ: The Indians, the Aztecs
- რაც ერთადერთია: The Sun, the Moon, the Earth, the sky, the world
- ოჯახის დასახელებების წინ: The Browns
- ზოგიერთ გამოთქმაში: in the morning, in the afternoon, in the evening, მაგრამ at night.
- გემებისა და თვითმფრინავების წინ: The Titanic, the Boeing
- ომების წინ (გარდა მსოფლიო ომებისა): The Korean War, მაგრამ World War I
- გაზეთების, სასტუმროების, რესტორნების, თეატრების, კინოების, კლუბების, მუზეუმების, სურათების გალერეების და ბიბლიოთეკების წინ: The Times, the Radisson, the Rustaveli Theatre, the British Museum
- ისტორიული დოკუმენტების წინ: The Declaration of Independence
- გასუფსტანტივებული ზედსართავი სახელების წინ: The rich and the poor