აწმყო განუსაზღვრელი - Present Simple
აწმყო დრო გამოიყენება, როდესაც ვლაპარაკობთ ქმედებებზე, რომლებიც რეგულარულად ხდება ან დიდ ხანს ვხედავთ.
მაგალითად:
I go to school every day. მე დავდივარ სკოლაში ყოველდღე.
What game do you usually play on playstation 3? ჩვეულებრივ, რა თამაშსს თამაშობ playstation 3-ზე?
Comet halley appears every 75-76 years in solar system. კომეტა ჰალეი,მზის სისტემაში,ყოველ 75-76 წელიწადში ჩნდება
ყურადღება მიაქციეთ სიტყვებს: ყოველდღე, ჩვეულებრივ, ყოველ და ა.შ. ეს სიტყვები, სწორედ იმას აღნიშნავს, რომ მოვლენა ხდება ხშირად.
ასევე, აწმყო დრო გამოიყენება, როდესაც ვლაპარაკობთ მომავალ ქმედებებზე, მაგრამ ეს ქმედებები არის უკვე განსაზღვრული და დადგენილი.
მაგალითად:
Learning begins next week. სწავლა იწყება შემდეგ კვირას.
The train leaves at 7:00 this evening. მატარებელი გადის 7 საათზე ამ საღამოს.
ლაპარაკი შეიძლება იყოს ფაქტებზე, რომლებიც რეგულარულად არ ხდება ან განსაზღვრულ დროს, მაგრამ არის ისეთი ბუნებრივი თუ სხვა მოვლენა, რომელიც მხოლოდ ერთნაირად ხდება ან უკვე მოხდა.
მაგალითად:
Water freezes at 0° C or 273 Kelvin. წყალი იყინება 0° გრასუს ცელსიუს ან 273° კელვინ ტემპერატურაზე
I have one brother. მე მყავს ერთი ძმა.
ასევე, “present simple” იხმარება მაშინ, როდესაც ვლაპარაკობთ გრძნობებზე და ფიქრებზე. შესაძლოა, იფიქროთ რომ ლაპარაკის დროს უნდა ვიხმაროთ აწმყო განგრძობითი დრო ing-იანი ფორმით, მაგრამ გრძნობის გამომხატველ ზმნებთან ყოველთვის იხმარება present simple.
მაგალითად:
I think you are a nice girl. ვფიქრობ შენ მშვენიერი გოგო ხარ.
I don’t understand what my Physics teacher is saying. მე არ მესმის, რას ლაპარაკობს ჩემი ფიზიკის მასწავლებელი.
I agree with you that the sun is bigger than the moon. გეთანხმები, რომ მზე უფრო დიდია, ვიდრე მთვარე.