ანტარქტიდა
ფართობი - 14 მილიონი კვ.კმ
უმაღლესი ადგილი - ვინსონის მასივი, 5140 მეტრი
ყველაზე დაბალი ადგილი - ბენტლიის ღრმული 2555 მეტრი
ყინულის საფარის მაქსიმალური სისქე - 4776 მეტრი
ყველაზე დაბალი ტემპერატურა - მინუს 89,2 გრადუსი
ანტარქტიდა ყინულოვანი, ყველაზე ცივი და დაუსახლებელი კონტინენტია. ანტარქტიდის 99,7% ყინულის ჯავშნითაა დაფარული, რომლის სისქე 4000 მეტრაამდე აღწევს.
ანტარქტიდაზე ყველაზე მაღალია ვინსონის მწვერვალი. ასევე იქ მოქმედი ვულკანებიცაა მაგალითად ერებუსი.