არაბები (ისლამი)

არაბები სამხრეთ-დასავლეთ აზიაში არაბეთის ნახევარკუნძულზე ცხოვრობდნენ. აქ მცხოვრები ტომები სოციალ-ეკონომიკური ყოფით და განვითარების დონით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. ჩრდილოეთით მოსახლე არაბები,რომლებსაც ბედუინებს უწოდებდნენ, მომთაბარეობასა და ნადირობას მისდევდნენ. სამხრეთის ტომები მათ ქვეყნებზე გამავალი სავაჭრო-საქარავნო გზების ხარჯზე ცხოვრობდნენ. ძირითადი გზა, ე.წ “გუნდრუკის გზა”, ხმელთაშუა ზგვის ქვეყნებს ინდოეთთან აკავშირებდა.

არაბთა ტომების გაერთიანება შეძლო მუჰამედმა.ის ღარიბი მექელი ვაჭრის შვილი იყო.იზრდებოდა გაჭირვებაში. ადრე დაობლდა. ამ პერიოდში გაეცნო სხვადასხვა ხალხებს და რელიგიებს, მათ შორის ქრისტიანობას და იუდევლობას. 24 წლის ასაკში დაქორწინდა მდიდარ ქვრივზე ხადიჯაზე და ვაჭარი გახდა.ორმოცი წლის მუჰამედს ხილვები დაეწყო. ის ამბობდა, რომ ალაჰის (ღმერთის) მიერ მოვლენილი მოციქული იყო იესოს შემდგომ. მექის მცხოვრებლების ნაწილი მასთან სახლში მიდიოდა და ქადაგებებს ისმენდნენ. (ეს ქადაგებები შემდგომ ჩაიწერა „ყურანში“ ). ისინი იყვნენ პირველი მუსლიმები, ანუ „ღმერთს მინდობილები“(მაჰმადიანი კი მუჰამედის მიმდევარს ნისშნავს). მექის წარჩინებულებმა არ მიიღეს მუჰამედი და მისი მიმდევრების დევნა დაიწყეს. სწორედ ამ დროს ტომების ურთიერთბრძოლით შეწუხებულმა მეზობელი ქ. იასრიბის მცხოვრებლებმა გაიგეს,რომ გამოჩნდა ახალი მოციქული, რომელიც ძმათა შორის მშვდობას ქადაგებდა.მათ მოიწვიეს მუჰამედი. 622 წელს მუჰამედი თავის მიმდევრებთან ერთად გადასახლდა იასრიბში (სხვა სახელი მედინა). ეს თარიღი, გადასახლება - „ჰიჯრა“ ითვლება მუსლიმური წელთაღიცხვის დასაწყისად. შეიქმნა პირველი მუსლიმური თემი,რომლეშიც ყველა თანასწორი იყო. მალე მექელებმა ჯარი გამოგზავნეს იასრიბელების წინააღმდეგ. ბრძოლა მოხდა ბადრასთან

ბრძოლის წინ მუჰამედი ყველა ბრძოლის ველზე დაცემულ მუსლიმს სამოთხეს დაპირდა. რწმენამ მათ წარმატება მოუტანა. ამის სემდეგ სულ უფრო მეტი ადამიანი იღებდა ისლამს. 630 წელს მათ მექა აიღეს. მუჰამედი არაბთა მთავარ სალოცავ ტაძარში-ქააბაში შევიდა და ძველი კერპების ჩამოყრა ბრძანა.

ისლამი არაბთა მთავარი რელიგია გახდა. მუსლიმი ლოცვის დროს ქააბის მხარეს უნდა მთხვეოდა მიწას. რამადანის თვეში უნდა ემარხულა. აიკრძალა ღვინის სმა და აზარტული თამაშები. სამაგიეროდ დაუშვა მრავალცოლიანობა. თავად მას 9 ცოლი ჰყავდა,რომელთაგან უსაყვარლესი აიშა იყო. 632 წელს ის მექაში გარდაიცვალა.დაკრძალეს მედინაში.მისი სიკვდილის შემდეგ „მოციქულის მოადგილედ“ ანუ ხალიფად აბუ ბაქრი აირჩიეს.ხალიფას დედამიწაზე ალაჰის-ღმერთის ნება უნდა განეხორციელებინა. არაბთა სახელმწიფოს სახალიფო ეწოდა. ისლამი არაბების დროშა გახდა, მათ მიერ წარმოებულ დაპყრობებს - „წმინდა ომი ურწმუნოთა წინააღმდეგ“- „ჯიჰადი“.

ისლამის ძირითადი მცნებებია,რომ არსებობს მხოლოდ ერთი ღმერთი- ალაჰი,რომ აუცილებელია ღარიბ-ღატაკების,ობლების დახმარება,მიტევება და სიკეთე.