მორგანის კანონი
1906 წელს მორგანმა დაადგინა კანონი, რომელიც მორგანის კანონის სახელითაა ცნობილი. მორგანის კვლევის ობიექტს წარმოადგენდა ხილის ბუზი დროზოფილა, რომელიც ამავდროულად გენეტიკის კლასიკურ ობიექტად ითვლება (რადგან ადვილად და სწრაფად მრავლდება და მრავალი განსხვავებული ნიშან-თვისებები აქვს) (2n=8). მორგანის კანონი ეხება არაალელურ გენებს. ამ კანონის დედაარსია: ერთ ქრომოსომაში ლოკალიზირებული გენები (არაალელური) შეჭიდულია, მაგრამ ეს შეჭიდულობა არ არის აბსოლუტური და შეიძლება დაირღვეს კროსინგოვერის დროს. მორგანი აჯვარებდა რუხ ნორმალურფრთიან დროზოფილას მუქ ჩანასახფრთიანთან.
*შეჭიდულ გენთა რიცხვი უდრის ქრომოსომათა n რიცხვს (ნახევარს)
*კროსინგოვერი ბიოლოგიური როლი: გენების რეკომბინაცია, რომელიც იწვევს გარემოსთან შეგუების უფრო ფართო დიაპაზონს.