რნმ
რნმ ისევე როგორც დნმ მიეკუთვნება ნუკლეინის მჟავებს. თუმცა მათ შორის მაინც არის სხვაობა:
- დნმ ორ ჯაჭვიანია ხოლო რნმ ერთ ჯაჭვიანი
- დნმ შეიცავს დეზოქსირიბოზას ხოლო რნმ რიბოზას
- დნმ_ის შემადგენლობაში ვხვდებით ნუკლეოტიდ თიმინს ხოლო რნმ_ში იგი ჩანაცვლებულია ნუკლეოტიდ ურაცილით.
განასხვავებენ 3 ტიპის რნმ_ს: რიბოსომული, სატრანსპორტო და ინფორმაციული. რიბოსომული რნმ მონაწილეობს რიბოსომიშ შექმნაში. სატრანსპორტო რნმ_ს აქვს სამყურას ფორმა და გააჩნია ორი მნიშვნელოვანი უბანი: ამინომჟავის დამაკავშირებელი უბანი და ანტიკოდონი. მისი მთავარი ფუნქციაა ამინომჟავების ტრანსპორტირება ცილის ბიოსინთეზის პროცესში. ინფორმაციული რნმ მონაწილეობის ინფორმაციის ტრანსპორტირებაში დნმ_დან ციტოპლაზმაში.