განდეგილი - მწყემსი ქალისა და განდეგილის პოზიციები


ილია ჭავჭავაძის პოემა „განდეგილი“ მოგვითხრობს განდეგილ ბერზე, რომელსაც ერთ დღესაც მოულოდნელად უცნობი მწყემსი ქალი ეწვევა. ნაწარმოებში ამ ორ გმირს შორის დიალოგი იმართება, რასაც თამამად შეიძლება ვუწოდოთ მატერიალურ და სულიერ სამყაროთა ჭიდილი. მწყემსი ქალი, გაოცებული იმით რომ განდეგილს თავისი ოჯახიც მივიწყებული აქვს და ამავდროულად დროსაც კი აღარ აღრიცხავს, პირდაპირ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მწირის მთელს მოღვაწეობას.

„როგორ თუ ღვთისა? ღმერთს რაში უნდა
ამ ყინულებში ყოფნა კაცისა?

ის ვერ აცნობიერებს განდეგილის არჩეულ გზას და იმ შედეგს რაც ბერმა მოიმკა თავისი მოღვაწეობით და ამის მიღმა მხოლოდ ტკბილი წუთისოფლისგან განრიდებით გამოწვეულ ტანჯვას ხედავს. შემდეგ კი ამ „უწუთისოფლოდ მარტო გაძლებას“ სიკვდილთანაც კი აიგივებს. ტკბილ ცხოვრებისგან მოცილებასთან ერთად, მწყემსი ქალისთვის ასევე რთული გასაგებია ის თუ რატომ უნდა აირჩიოს ადამიანმა რთული, უწუთისოფლო გზა ხსნისთვის, მაშინ როდესაც ჯოჯოხეთისგან ხსნა წუთისოფლისეულ ცხოვრებაშიც მიღწევადია.

იგი ტყვე არის წუთის-სოფლისა
და ეგ ყოველი მის ბორკილია”.

ამ ფრაზით სულის მნიშვნელობის შესახებ, განდეგილი შესანიშნავად გამოხატავს თავის სათქმელს. ის ყველა წუთისოფლისეულ ლხინს ამქვეყნიურ ცხოვრებაზე მიმაჯაჭვებელ იარაღად მიიჩნევს. ასეთ დროს კი სული როგორც წესი ხანგრძლივ დავიწყებას ეცემა.

ბერი თავის დაყუდებულ ცხოვრებას ღვთის ნებად რაცხავს, რაც თავის თავში მოიაზრებს რომ ღმერთის მიერ მასში ჩადებული მადლი მისგან ამგვარ მოღვაწეობას მოითხოვდა. განდეგილი ის მონაა, რომელსაც ბატონმა ხუთი ტალანტი ჩააბარა და ახლა ისიც სწორედ ამ ყინულში „ვაჭრობს“ კიდევ ხუთი ტალანტის მოსაგებად. თუმცა რათქმაუნდა ასეთმა ბერმაც კი ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია მწყემს ქალს. ქალი მას ეუბნება:

„ან შენ როგორ სძლებ უწუთისოფლოდ!
მერე იცი კი რა-რიგ ტკბილია!

მიუხედავად ერთი შეხედვით უცოდველი მოქმედებებისა, ეს უკანასკნელი ნაწარმოებში მაცდუნებელ ეშმაკს ემსახურება არა მარტო სილამაზით, არამედ ასევე თავისი მიამიტური, მატერიალური მსოფლმხედველობით. ქალი წარმოადგენს მატერიალისტ ადამიანებს, რომელნიც ისე გართულნი არიან წუთისოფლით, რომ სულიერ ცხოვრებას გვერდზე დებენ და უმეტესწილად აღარც უბრუნდებიან. ის რამდენიმე წუთში ახერხებს ბერში გააჩინოს პროტესტის გრძნობა მისი არჩეული ცხოვრების სტილის მიმართ და განდეგილიც უკვე თავის თავს უბედურად მიიჩნევს.