დაკარგა თუ არა თეატრმა თავისი მნიშვნელობა

მოსაზრებას, რომ ბოლო პერიოდში თეატრმა დაკარგა თავისი მნიშვნელობა ვეთანხმები. თეატრის, როგორც გასართობი და კულტურული ინსტიტუტის ისტორია ძველ საბერძნეთში იწყება, კერძოდ კი ათენის ქალაქ-სახელმწიფოში. თეატრალური, კოსტუმირებული წარმოდგენები ხშირად დიონისესათვის მიძღვნილ ფესტივალებს ახლდა თან. ეს წარმოდგენები შემდეგ განვითარდა და ისეთ სპექტაკლებად ჩამოყალიბდა, როგორებსაც დღეს ვიცნობთ. 

ძველისა და ახლის შედარება ყოველთვის რთულია, მითუმეტეს მაშინ როდესაც ასაკი ძველი მდგომარეობის თვითმხილველობის საშუალებას არ გაძლევს. ამიხ მიუხედავად, განზე მდგომი უბრალო მოკვდავის თვალთახედვიდანაც აშკარაა, რომ თეატრს დაკარგული აქვს საზოგადოებრივი ცხოვრების წარმართვის ფუნქცია და ის პოპულარობა, რომლითაც ერთი-ორი დეკადის წინ სარგებლობდა. ამისი მთავარი გამომწვევი ფაქტორი ჩემი აზრით კონკურენციაა. თუ ადრე თეატრის კონკურენტებად წიგნები და ინდური ფილმები გვევლინებოდა, დღეს კინოს ცნება ჩვენთვის საგრძნობლად გაფართოვდა და მას მთელი სატელევიზიო ინდუსტრიაც შეუერთდა, რომლებმაც თავიანთი ადვილად მიღწევადობის გამო თეატრის პოპულარობას დიდი დარტყმა მიაყენეს.

მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ, სპექტაკლების ხარისხის დაქვეითებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია, თუმცა ეჭვგარეშეა რომ მან განიცადა პოპულარობის დაღმასვლა, რაც უმნიშვნელოვანესად ჩემი აზრით თეატრის მიერ საზოგადოების კულტურულ და სოციალურ ცხოვრებაში აქამდე კუთვნილი მონოპოლიური როლის დაკარგვამ გამოიწვია.