მურვან-ყრუს ლაშქრობა

ქართველები დამპყრობლებს თავიდან უბრძოლველად დამორჩილდნენ,მაგრამ შემდეგ სულ ცდილობდნენ ეს უღელი თავიდან მოეშორებინათ: აწყობდნენ აჯანყებებს, ეხმარებოდნენ არაბთა მოწინააღმდეგე ბიზანტიას და ხაზარებს. 735-737 წლებში საქართველოში ილაშქრა არაბთა სარდალმა მერვან იბნ-მუჰამედმა, რომელსაც ქართველებმა სისასტიკის და იმის გამოც, რომ არავის რჩევას ყურს არ უგდებდა ყრუ შეარქვეს. მურვან-ყრუს 120 000 - იანი ჯარი ჰყავდა. მან მთელი კავკასია დაიმორჩილა, ქართლის ქალაქები და ციხე-სიმაგრეები დაანგრია,შემდეგ ეგრისში გადავიდა და მისი დედაქალაქი ციხეგოჯი-არქეოპოლისიც დაანგრია. ქართლის ერისმთავარმა აფხაზეთის მთავართან ერთად ანაკოფიის ციხეს შეაფარა თავი. ეს ციხე მურვან- ყრუმ ვერ აიღო, თავი დაანება და სამხრეთ საქართველოში გადავიდა.მან ქართლის სათავეში თავისი მოხელე ამირა დააყენა. ის იყო სარდალიც, ქვეყნის მმართველიც და უზენაესი მსაჯულიც. ამირას მუდმივი სამყოფელი ქალაქი თბილისი იყო.

ერისმთავრობა არ გააუქმეს. ქართლის ერისმთავარი ამირაზე დაქვემდებარებულ მოხელედ გადაიქცა. მურვან-ყრუს ლაშქრობის დროს არაბებმა აწამეს არგვეთის მთავრები დავით და კონსტანტინე მხეიძეები, რომლებიც მურვან-ყრუმ ტყვედ ჩააგდო