რა გავითვალისწინოთ თხზულების წერისას

პროფესიონალი პედაგოგის რჩევები:

თხზულების წერისას გაითვალისწინეთ: ჯერ აირჩიეთ ორი მოცემული დავალებიდან ერთ-ერთი. პირველ რიგში, სამივე მითითებაზე უნდა იყოს პასუხი გაცემული და აბზაცები გამოყოფილი. აბზაცები ლოგიკურად უნდა იყოს დაკავშირებული ერთმანეთთან. არ დაგავიწყდეთ, რომ მითითებები უნნდა იყოს ტექსტიდან არგუმენტირებული და შესაფერისი ციტატებით გაფორმებული. ტექსტიდან გამოკვეთეთ მორალურ-ეთიკური პრობლემები, მთავარი სათქმელი და აღნიშნეთ, რა მხატვრული ხერხებით შეძლო ავტორმა მოცემული სათქმელის მკითხველამდე მიტანა.ნაწერში უნდა გამოჩნდეს ზოგადი ცოდნა, კარგი იქნება, თუ ლიტერატურულ პარალელს გაავლებთ. ფაქტობრივი შეცდომები არ უნდა დაუშვათ.თხზულების წერისას უნდა თავი აარიდოთ სტილისტურ ხარვეზებს, სინტაქსურ, მორფოლოგიურ-ორთოგრაფიულ და პუნქტუაციურ შეცდომებს.თხზულება ფასდება 25 ქულით:ტექსტის ადეკვატური გაგება-4;ტექსტის ორგანიზება, აბზაცების გამოყოფა-3;არგუმენტებითა და ტექსტური მასალით, ციტატაებით გაფორმება -6;რა მხატვრული ხერხებითაარეალიზებული ნაწარმოების მთავარი სათმელი-2;ზოგადი განათლება- ლიტერატურურლიპარალელები, ეპოქის ცონდა, ერუდიცია-3;ფაქტობრივი შეცდომები-1;სტილისტური ხარვეზები-2;სინტაქსური შეცდომები-2;პუნქტუაცია, მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული შეცდომები-2.p.s. თხზულება არ უნდა იყოს მოცემული ნაწარმოების შინაარსი, უნდა იმსჯელოთ.ნაწერი, მითითებები არ უნდა იყოს ერთი-ორი წინადადებით გადმოცემული.ის ადგილები , რომელთა ამოკითხვაც ვერ მოხერხდება, არ გასწორდება.

ავტორი: მაია თიელიძე