ძილი სკოლის მოსწავლეებში
ძილის მნიშვნელობა
ბავშვებსა და მოზარდებს, რომლებსაც საკმარისად არ სძინავთ, აქვთ უფრო მაღალი რისკი გაუჩნდეთ ისეთი პრობლემები, როგორიცაა ჭარბი წონა, დიაბეტი, გაუარესებული ფსიქიკური ჯანმრთელობა და ყურადღების ნაკლებობა.
თუ რამდენ ხნიანი ძილი არის საჭირო ადამიანისთვის, დამოკიდებულია მის ასაკზე. ძილის ამერიკული სამედიცინო აკადემიის რეკომენდაციით 6-დან 12 წლამდე ბავშვებს რეგულარულად უნდა ეძინოთ 9-12 საათი ყოველ 24 საათში, ხოლო 13-დან 18 წლამდე მოზარდებს 8-10 საათი.
საკმარისად სძინავთ მოზარდებს?
ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით გამოვლინდა, რომ საკმარისად არ სძინავს 6-დან 12 წლამდე 10-დან 6 სკოლის მოსწავლეს (58%), ხოლო 13-დან 18 წლამდე 10-დან 7 მოსწავლეს (73%).
რჩევები, თუ როგორ შევუწყოთ ხელი კარგი ძილის დისციპლინას:
- თანმიმდევრული ძილის გრაფიკი სკოლის და უქმე დღეებში. ეს ნიშნავს ერთი და იგივე დროს ღამე დაძინებას და დილით გაღვიძებას.
- ძილისწინ 1-2 საათით ადრე ჯანმრთელობისთვის მავნე ლურჯი სხივების შეზღუდვა, რომელსაც შეიცავენ ტელეფონები და სხვა ელექტრონული მოწყობილობები.