ჩვენ შესახებ
პროექტის შესახებ
მე ვარ აბიტურიენტი არის ერთიანი ეროვნული გამოცდების მოსამზადებელი პლატფორმა, რომელიც აბიტურიენტებს სთავაზობს პროფესიონალი პედაგოგების მიერ შემუშავებულ სამეცადინო მასალებს.
ჩვენი მიზანი
პროექტის მიზანია აბიტურიენტებს შეეძლოთ უფასოდ, დისტანციურად და დამოუკიდებლად მოემზადონ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის.
ჩვენი მოტივაცია
საშუალო სკოლები ვერ აწვდიან აბიტურიენტებს საკმარის ცოდნას ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებლად, რის გამოც საშუალო სტატისტიკური ქართული ოჯახი შემოსავლის 40%-ს ხარჯავს კერძო პედაგოგებზე, ხოლო 10,000 აბიტურიენტი (წლიური აბიტურიენტების რაოდენობის 26%) ვერ აბარებს გამოცდებს.