გადია - ანალიზი
გამძაფრებულ სოციალურ ფონზე გამოკვეთილი მწერლისეული პოზიტიური იდეალის განმახორციელებელი ამჯერად ურყყევი ნებისყოფის მქონე ყმა გლეხი ქალია, პიროვნული ღირსების მაღალი შეგნებით აღსავსე ხანდაზმული გადია მისთვის კერპად ქცეული ზნეობრივი მორალის მქადაგებელია. „მარტო ჭამისათვის ჭია კი არ ვარ, აბრეშუმი ვქსოვო… რაღა შერცხვენილი თავი და რაღა სიკვდილი“, – ამბობს გადია.
ნაწარმოების ფინალში მოცემულ ზღვის კონდენსირებულ სურათში მოჩვენებით სიმშვიდესა და სიმსუბუქესთან ფარულად შეწყვილებული შეშფოთებული კილო გასიმის. საბოლოო წინადადებაში – ,,გადია უსულოდ დაეცა“ – გამოკვეთილია ნაწარმოების კულმინაცია, დიდი ვნების ადამიანი უყოყმანოდ სწირავს თავს სიცოცხლეზე უფრო წმინდად შერაცხულ პრინციპებს.
გადია მწერლის სიმბოლური მინიატურის ,,მფარველი ანგელოზის“ (1911 წ.) მედგრად მდგომ მუხას ჰგავს, რომელიც „გადაზნექას“ არაა ჩვეული, არ უშინდება მოახლოებულ ქარიშხალს.