რამ შემქმნა ადამიანად - განხილვა

მთა-ბარის უძრავი დაპირისპირება გადინამიურებულია პოეტის როგორც გარეგან, ისე შინაგან ცდაში: ერთანეთს ენაცვლება ჩამოსვლა და ასვლა, დაცემა და აღმაფრენა.


პოეტი განსაკუთრებით აღფრთოვანებულია ბუნების ასეთი მოვლენებით, სადაც ამჩნევს ანალოგიურ რიტმს, რათა მისი საშუალებით საკუთარი სულიერი ცხოვრების რიტმი გამოხატოს. ამის საუკეთესო მაგალითია სიმღერა „რა შემქმნა ადამიანად“. ამ სიმღერაში პოეტი ნატრობს წვიმად ყოფნას, რადგან წვია ციდან დაშვებისას არ კარგავს „სულიერ სიმაღლეს“, სწორედ ამ დროს არის იგი მადლით სავსე, როცა ჯერ კიდევ „გულ-მკერდის მძივად“ აბნევია ღრუბლებს. აი, რატომ ნატრობს პოეტი წვიად ქცევას და რაში ხედავს ადამიანად ყოფნის ნაკლს. წვიმად მოსვლის ნატვრაში მეორდება მოტივი სიღერისა „მთას ვიყავ“ – ორივე სიმღერა შთაგონების სიღერაა, რაც ცხადი გახდება მათი ზედაპირული შედარებისას. პოეტი ამბობს: „მთას ვიყავ… ვლაპარაკობდი ღმერთთანა“, წვიმადმოქცევადი იტყვის: „არ გამწირავდა პატრონი ასე ოხრად და ტივლადა! ცაშივე ამიტაცებდა, თან მატარებდა  შვილადა“, – აქ აღსანიშნავია პარალელიზმები: მთას ყოფნა – ცაში ატაცება ღმერთთან ლაპარაკი – ღვთის (პატრონის ) შვილობა. ადამიანი ამბობს: „თვალ წინ მეფინა ქვეყანა“, წვიმადმოქცევადი: „მაღლა ცა, დაბლა ხმელეთი  მე მექნებოდა წილადა“, ადამიანი: „გულზედ მესვენა მზე-მთვარე“, წვიმადმოქცევადი: „გადავუშლიდი გულ-მკერდსა დღისით მზეს, ღამით მთვარესა“; ადამიანი: „სიცოცხლე, მისთვის სიკვდილი მქონდა მეორე რჯულადა“, წვიმადმოქცევადი: „რომ ისევ ჩემი სიკვდილი სიცოცხლედ გადიქცეოდა“.


წვიმა,მიწისთვის უნაშთოდ შეწირული, – მისი მოვლენა – მაგალითი უნდა ყოფილიყო პოეტისთვის, რომელიც შემოქმედებითი აღფრთოვანების წუთებში გრძნობდა თვითშეწირვის სიტკბოებასა და მადლს. ვაჟას შემოქმედებაში წვიმა არის წმინდა მსხვერპლი. ამით პოეტის განცდაში იგი ემსგავსება სამსხვერპლოდ დაღვრილ სისხლს, რომელიც არაგვის პირას ბრწყინავს