ნიკოლოზ ბარათაშვილი - სულიერი მდგომარეობა

ნიკოლოზ ბარათაშვილი დაიბადა  1817 წლის 4 დეკემბერს. შთამომავლობით საქართველოს მაღალ არისტოკრატიას ეკუთვნოდა, მაგრამ პოეტის ოჯახი უკვე გაღარიბებული იყო მამის ხელგაშლილი ცხოვრების გამო, როცა ახალგაზრდა პოეტმა დაამთავრა სკოლა და ცხოვრებაში გამოვიდა.

ნიკოლოზის მამა იყო თავადი მელიტონ ბარათაშვილი, ხოლო დედა ეფემია ორბელიანი რომელიც პოეტ გრიგოლ ორბელიანის და იყო . სწორედ გრიგოლ ორბელიანისდამია მიწერილი  1843 წლის 21 აგვისტოს წერილი , დაწერელი ტატოს მიერ.

ეს წერილი იმითაა საინტერესო რომ იქ კარგად ჩანს ბარათაშვილის სულიერი მდგომარეობა , ის წუხილი  რაც ასახული აქვს თავის ნაწარმოებებში  გაერთიანებულია ერთ წერილში. აქაც იგივე შინაგანი ხმა , საკუთარი თავისა და დანიშნულების გაუთავებელი ძებნა ჩანს , როგორიც ლექსებში. „მე შინაგანი ხმა მიწევს საუკეთესოს ხვედრისაკენ, გული მეუბნება , რომ შენ არა ხარ ახლანდელის მდგომარეობისთვის დაბადებულიო! ნუ გძინავსო!  „  იგივე მოტივზეა დაწერილი   ლექსი „ ხმა იდუმალი“:

 

მას აქეთ ხმა რამ დასდევს ყოველთა
ჩემთა ზრახვათა და საწადელთა!
ცხადად თუ სიზმრად მე იგი მარად
სულ ერთსა მიწვრთნის სულისა ჭირად:
„ეძიე ყმაო შენ მხვედრი შენი,
ვინძლო იპოვნო შენი საშვენი! “


გარდა ამისა ბარათაშვილი ქართველების ზოგიერთ თვისებაზეც საუბრობს წერილში  მაგალითად:  „საკვირველია რომ ქართველ კაცს, რაოდენიც დიდებული და ძლიერი უნდა შეიქმნეს არა აქვს ეს შორსმხედველობა, რომ, როდესაც დაატყოს თავის თავს ვბერდებიო, ჰპოვოს თავის მემკვიდრედ ვინმე, მოამზადოს, მისცეს გზა სოფელში, გამოიყვანოს კაცად .“

თვითონ წერილის ადრესატი გრიგოლ ორბელიანი დაიბადა 1804 წლის 2 ოქტომბერს  თბილისში .  გრიგოლის მამა დიმიტრი ორბელიანი საქართველოს უკანასკნელ მეფეებთან მსახურობდა, იგი ჯერ სამხედრო სამსახურში იყო შემდეგ კი უზენაეს სასამართლოში . ორბელიანის დედა ხორეშანი ერეკლეს ქალის , ელენეს ასული იყო.  

გრიგოლმა განათლება ჯერ ანჩისხატის  დეკანოზთან მიიღო შემდეგ კი კეთილშობილთა სასწავლებელში სწავლობდა.  სწავლის დამთავრების შემდეგ მან სამხედრო კარიერა დაწყო. თუმცა გარდა სამხედრო სამსახურისა გრიგოლ ორბელიანი დაკავებული იყო სამწერლობო საქმიანობით, იგი წერდა ლექსებს და რუსულიდან თარგმნიდა სხვადასხვა ნაწარმოებებს. 

ბიძასა და დისშვილს შორის (იგულისხმება გრიგოლ ორბელიანი და  ნიკოლოზ ბარათაშვილი) კარგი ურთიერთობა იყო ისინი მუდმივად წერდნენ ერთმანეთს წერილებს. ისინი ორივენი რომანტიკოსები იყვნენ ამას გარდა მათ სახედრო სამსახურისადმი სიყვარული აერთიანებდათ ,  გრიგოლი გენერალი იყო და როგორც ცნობილია ტატო ბარათაშვილიც ამაზე ოცნებოდა , თუმცა მას კოჭლობამ შეუშალა ხელი.   სწორედ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით წერს ნიკოლოზი წერილს ბიძას , კერძოდ იგი ახსენებს რომ გრიგოლი მას გარკვეულ თანამდებობაზე დანიშვნას შეპირდა  და თავის წუხილსაც გაანდობს.

 

     „საყვარელო ძმაო გრიგოლ,არა, უკაცრავად, მთავარო ავარისაო, ემირ-ავარო, ატტილას ტახტზედ მჯდომარეო!

 

ჭეშმარიტად, არ ვიცი მე ვარ დამნაშავე შენთან მოუწერლობისა თუ არა ? ვისთანაც შენგან მოწერილი წიგნი წავიკითხე, ყველასთან ხუმრობისა და ლანძღვის მეტი არა იყო რა; ჩემთან რომ ფარატინი გამოგეგზავნა, ისიც დაპირების მეტი არა იყო რა. მე ბინიანად მინდა შენთან ლაპარაკი და ხომ იცი, საწყინოა ამისთანა ლაპარაკის გაცრუება. საკვირველია, რომ ქართველ კაცს, რაოდენიც დიდებული და ძლიერი უნდა შეიქმნეს, არა აქვს ეს შორსმხედველობა, რომ, როდესაც დაატყოს თავის თავს ვბერდებიო, ჰპოვოს თავის მემკვიდრედ ვინმე, მოამზადოს, მისცეს გზა სოფელში, გამოიყვანოს კაცად და, როდესაც თვითონ დაეცეს (საბოლოო არა არის რა ამ საწუთოში ) , მაშინ მაინც კიდევ ჰქონდეს შემძლებლობა და ხმა ერსა შორის თავის მემკვიდრის შუამავლობით! ახლა მე იმას ვამბობ, რომ მე შინაგანი ხმა მიწვევს საუკეთესოს ხვედრისაკენ , გული მეუბნება რომ შენ არა ხარ ახლანდელის მდგომარეობისთვის დაბადებულიო! ნუ გძინავსო! მე არა მძინავს , მაგრამ კაცი მინდა რომ ამ პატარა ღრე-კლდეს გამიყვანოს და დავდგე გაშლილ ადგილას. ოჰ, რა თავისუფლად ამოვისუნთქავ მაშინ, რა ხელმწიფურად გადავხედავ ჩემს ასპარეზსა! ჩემი ფიქრი მანდეთ მოჰქრის; ეცადე რომა რენენკამფთან დამანიშვნინო. ხომ ამ პირობით წახველ, რომ ეს მოგეხდინა ჩემთვის? ვიცი დაგავიწყდა, მაგრამ არა, არ დაგვიწყებია. ეს იმ სნეულების ბრალია, რომლისა გამოც ქართველი თავისიანს არ გამოადგება.. მე ეხლავ მიტყობს გული, რომ ჩემს ამ მხურვალე განსჯას გამიტრიზავებ; ემირობა მასხრად აიგდე და მომავლის დიდების ფიქრს რას უზავ? სხვებრ შენ იცი...“