ნაპოლეონის ეპოქა

ნაპოლეონ ბონაპარტი დაიბადა კ. კორსიკაზე. მან სამხედრო კარიერა დაიწყო და დაწინაურდა საფრანგეთის რევოლუციის დროს. თავის ნიჭის წყალობით გენერლობამდე მიაღწია. 1796 წელს თავი გამოიჩინა იტალიასი, 1798 წელს კი ეგვიპტეში. 1799 წლიდან საფრანდეთის პირველი კონსული და ქვეყნის ფაქტიური მმართველი გახდა. 1800 წელს 26 აუსტერლიცთან დაამარცხა ავსტრია-რუსეთის გაეთიანებული არმია. 1804 წლიდან ის საფრანგეთის იმპერატორი გახდა. ნელ-ნელა მან თითქმის მთელი ევროპა დაიპყრო. თუმცა დიდ ბრიტანეთს, რომელსაც საფრანგეთის მთავარ მოწინააღმდეგედ თვლიდა, ვერაფერი მოუხერხა. 1806 წლიდან ამ ქვეყანას „კონტინენტური ბლოკადა“ გამოუცხადა. ეს იყო ეკონომიკური ღონისძიებების სისტემა, რაც დიდ ბრიტანეთთან ევროპული ქვეყნების ვაჭრობის აკრძალვას, ბრიტანული საქონლის ევროპაში არ შემოტანას და ამ ქვეყნისთვის ფინანსური ზარალის მიყენებას გულისხმობდა. თუმცა აქაც მარცხი განიცადა.

ამის სემდეგმთელი ყურადღება რუსეთის იმპერიისკენ გადაიტანა. 1812 წელს ნაპოლეონმა რუსეთში ილაშქრა. თავიდან წარმატებებს მიაღწია: ბოროდინოს ბრძოლაში დაამარცხა რუსეთის არმია და მოსკოვი აიღო; მაგრამ რუსეთის უზარმაზარმა ტერიტორიამ და ზამთრის სიცივეებმა ფრანგული არმია ქმედითუუნარო გახადა და ნაპოლეონი რუსეთიდან დამარცხებული გამოიქცა. 1813 წელს ლაიფციგის ბრძოლაში რუსეთის, ავსტრიის, პრუსიის და შვედეთის გაერთიანებულმა არმიამ ნაპოლეონი დაამარცხა და 1814 წელს პარიზი აიღო. ნაპოლეონი გადადგა და ის, ხმელთაშუა ზღვაში მდებარე კ. ელბაზე გადაასახლეს. საფრანგეთში აღდგა მონარქია, ბურბონთა დინასტია და ეს ქვეყანა 1792 წლის საზღვრებს დაუბრუნდა. 1815 წლის მარტში ნაპოლეონმა დატოვა კ. ელბა და საფრანგეთში დაბრუნდა. მისმა მმართველობამ 100 დღეს გასტანა. იმავე წლის ივნისში ვატერლოოს (ბელგია) ბრძოლაში მისი არმია დამარცხდა ბრიტანელთა და პრუსიელთა გაერთიანებულ ძალებთან, რომელსაც ინგლისელი ლორდი ველინგტონი მეთაურობდა. 22 ივნისს ნაპოლეონი მეორედ გადადგა და ის გადაასახლეს წმ. ელენეს კუნძულზე (ატლანტის ოკეანეში).

1814 წელს სექტემბერში ნაპოლეონის პირველი გადადგომის შემდეგ გამარჯვებულმა ქვეყნებმა ვენაში მოიწვიეს კონგრესი, რომლის დასკვნით აქტს 1815 წლის 9 ივნისს მოაწერეს. მას საფრანგეთის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ მეთაურობდა, ნაპოლეონის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და იმჟამად ბურბონთა სამსახურში ჩამდგარი, ცნობილი დიპლომატი ტალეირანი. ამ კონგრესზე შემუშავდა საერთაშორისო ურთიერთობების ახალი ფორმა, რომელიც წონასწორობის დაცვას ევროპაში „დიდ სახელმწიფოებს“ - დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, პრუსიას, ავსტრიას და რუსეთს აკისრებდა. ის ისტორიაში „ვენის სისტემის“ სახელით შევიდა და საერთაშორისო სადავო საკითხების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას გულისხმობდა. პირველად ამ დროს დაინერგა მოლაპარაკებები შეიარაღების შემცირების შესახებ.