ბასიანის ბრძოლა
საქართველოს სამხრეთ–დასავლეთით თამარის დროს ბიზანტიის ნაცვლად დიდი ხანია უკვე თურქ– სელჩუკთა სასულთნოები ყავდა გამეზობლებული. ყველაზე ძლიერი იყო მცირე აზიის სელჩუკთა რუმის სასულთანო, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა რუქნ ად–დინ სულეიმან შაჰის დროს (1196–1204). რუქნადდინმა საქართველოში ლაშქრობა გადაწყვიტა და 1202 წელს ჯერ არზრუმს გადავიდა, ხოლო შემდეგ უზარმაზარი ლაშქრით ბასიანის ველზე დაბანაკდა. აქედან თამარს ელჩები გაუგზავნა წერილით, სადაც მორჩილებას ითხოვდა. იქვე ეწერა, რომ თუ თამარი ქრისტიანობას უარყოფდა, მას ცოლად შეირთავდა, ხოლო თუ არა, ხარჭად დაისვამდა. ასეთი შეურაცხყოფისთვის ამირსპასალარმა ზაქარია მხარგრძელმა ელჩს ისეთი გაარტყა, რომ კარგა ხანს ასულიერებდნენ. ქართველების ლაშქარი ბასიანისკენ დაიძრა. თამარმა ვარძიამდე მიაცილა ჯარი. ბასიანთან დაბანაკებულ მოწინააღმდეგეს ქართველების მოწინავე ლაშქარი თავსმოულოდნელად დაესხა. ბრძოლა დიდხანს გაგრძელდა. მისი ბედი ქართვული არმიის მარჯვენა და მარცხენა ფლანგების ბრძოლაში ჩაბმამ გადაწყვიტა. ქართველებმა ბრწყინვალე გამარჯვებას მიაღწიეს.