ნაპოლეონი

18 ბრიუმერის გადატრიალების შემდეგ 1799 წელს მიღებულმა  კონსტიტუციამ პირველ კონსულად აღიარა ნაპოლეონ ბონაპარტი.

სახალხო რეფერენდუმმა თითქმის ერთხმად დაუჭირა მხარი ნაპოლეონის იმპერატორად კურთხევას, რაც მოხდა 1804 წელს.

1801 წელს ვატიკანთან გაფორმებული კონკორდატით მოხდა კათოლიკურ ეკლესიასთან შერიგება. კათოლიკობა სახელმწიფო რელიგია გახდა.

1804 წელს სამოქალაქო კოდექსი შემოიღო ნაპოლეონმა რამაც პირადი საკუთრების ხელშეუხებლობა განამტკიცა .

ნაპოლეონის “დიდ არმიას” არაერთ მტრულ კოალიციასთან მოუხდა ბრძოლა (სულ 7 ასეთი კოალიცია შეიკრა) განცდილი მარცხის შემდეგ ქვეყანა ან ეთიშებოდა კვალიციას ან დროებით საფრანგეთის მოკავშირეც კი ხდებოდა.

1800 წ მარენგოსთან ავსტრიის ჯარი დაამარცხა ნაპოლეონმა.

1805 წ. აუსტერლიცთან ავსტრია- რუსეთს ჯარი დამარცხდა,რითიც ავსტრია საფრანგეთს დაექვემდებარა.

1806 წელს იენასთან და აურშტედთან პრუსია დამარცხდა

1807 წელს ფრიდნანდის ბრძოლაში რუსეთი “დიდ არმიასთან” მარცხდება.

1807 წ 24 ივნისს დამარცხებული რუსეთი “ტილზიტის ზავით” საფრანგეთის მოკავშირე გახდა, ხოლო პრუსიამ დაკარგა ტერიტორები, ამასთანავე დაეკისრა საფრანგეთის არმიის ცოცხალი ძალით მომარაგება და კონტრიბუცია.

1805 წ. ტრაფალგარის საზღვაო ბრძოლაში ინგლისის ფლოტმა ადმიალ ნელსონის მეთაურობით დაამარცხა საფრანგეთი და იმ დროს მისი მოკავშირე ესპანეთი. საფრანგეთმა გადაწყვიტა ინგლისისთვის კონტინენტური ბლოკადით ეპასუხა, ამიტომ

1807 წელს  ინგლისის პორტების ჩაკეტვის მიზნით ნაპოლეონმა დაიკავა პორტუგალია

1808 წელს ბლოკადისთვის საჭირო გახდა ესპანეთის დაპყრობაც.

1810 წელს ბლოკადა დასრულდა ჰოლანდიისა და ჩრდ, გერმანიის ანექსიით.

1808 წელს ესპანეთში შექმნილი ვითარებით (აჯანყებებით) სარგებლობა უნდოდა ავსტრიას და სცადა საფრანგეთს დაძვრენოდა

1809 წელს ვაგრამთან ნაპოლეონმა კიდევ ერთხელ დაამარცხა ავსტრია. აქ მოხდა “ავსტრიული ქორწინება” ნაპოლეონმა ავსტრიის იმპერატორის ქალიშვილზე იქორწინა, რათა გაემყარებინა პოზიციები ამ სახელმწიფოში.

1812 წელს ბოროდინოს ბრძოლაში (რუსეთი აღარ ემორჩილებოდა ზავის პირობებს) ნაპოლეონი პარიზში გაბრუნდა სიცივის გამო

1813 წელს ლაიფციგის “ხალხთა ბრძოლაში” ნაპოლეონი დამარცხდა. მას ებრძოდა ერთად რუსეთი, პრუსია, ინგლისი,ავსტრია.

 ნაპოლეონი გადაასახლეს კუნძულ ელბაზე, საიდანაც იგი გამოიქცა

1814 წელს პარიზი დაიკავეს.

1815 წელს ვატერლოოს ბრძოლაში ნაპოლეონი უკანასკნელად დამარცხდა.

საბოლოოდ ნაპოლეონი გადაასახლეს წმ. ელენეს კუნძულზე.