შუშანიკის დახასიათება
„შუშანიკის წამება“ დაწერილია V საუკუნის მეორე ნახევარში. თხზულების შინაარსი დაკავშირებულია სპარსელ დამპყრობელთა აგრესიასთან საქართველოში და აღწერილია ქვემო ქართლის დედოფლის - შუშანიკის მოწამეობრივი ცხოვრება და სიკვდილი. შუშანიკი ქრისტიანულ ოჯახში დაბადებული და გაზრდილი, ბავშვობიდანვე ღვთის მოშიში და მორწმუნე იყო, როდესაც მან შეიტყო ქმრის მიერ ქრისტიანობის უარყოფა დავარდა იგი ქვეყანასა ზედა და ცრემლითა მწარითა იტყოდა: „საწყალობელ იქმნა უბადრუკი ვარსქენ, რამეთუ უვარ-ყო ჭეშმარიტი ღმერთი და აღიარა არტოშანი და შეერთო იგი უღმრთოთა.“
ამ მოთქმაში შუშანიკი ვარსქენისადმი სულიერ ტკივილსა და სიბრალულს გამოხატავს.
დედოფლის პირველივე გადაწყვეტილება - გასცდეს სასახლეს და ეკლესიის მახლობელ სენაკში დაბინავდეს, უკვე წარმოაჩენს შუშანიკის მტკიცე ხასიათს. სენაკის ყურეს მიყრდნობილი, იგი მწარე ცრემლით გამოეთხოვა თავის დედოფლურ პატივს და ახალ ცხოვრებას - მოწამის ცხოვრებას შეუდგა მან არ უღალატა ქრისტეს რჯულს, რის გამოც დათმო ამქვეყნიური ბედნიერება, დედოფლის დიდება, ოჯახი, შვილები და მშვიდი ცხოვრება. შუშანიკი მზად არის აიტანოს ყველანაირი ტანჯვა-წამება... უთვლის კიდევ სპარსეთიდან. დაბრუნებულ რჯულგამოცვლილ პიტიახშს: „და თუ მრავალ ტანჯვად მოიწიო ჩემ ზედა, მე არა ვეზიარო საქმეთა შენთა.“
მიუხედავად ამ ყველაფრისა შუშანიკს ადვილად არ ეთმობა ქვეყნიერება და სიცოცხლე. რეალურად მას ვერავინ ამოუდგა მხარში, ვერავინ გაიზიარა მისი ხვედრი, და ვერავინ დაიცვა ვარსქენისგან. დედოფალი, მწარედ მოსთქვამს თავისი ფიზიკური სილამაზის დაკარგვის გამოც: „ჩემნი მოისთულნა და სანთელი ჩემი დაშრიტა და ყვავილი ჩემი დააჭკნო, მშვენიერებას სიკეთისა ჩემისას დააბნელა და დიდებას ჩემი დაამდაბლა.“
შუშანიკი უკმაყოფილოა ქალთა უუფლებო მდგომარეობით თხზულებაში, ამის მრავალი ფაქტია მოცემული: „ვარსქენი შუშანიკის დაუკითხავად შეუთანხმდა სპარსეთის შაჰს ცოლისა და შვილების სარწმუნოების შეცვლის თაობაზე. საინტერესოა ის, გარემოებაც, რომ ქალს არ ჰქონდა უფლება მამაკაცთან ერთად პური ეჭამა. როდესაც მაზლმა, ჯოჯიკმა და მისმა ცოლმა შუშანიკს შესთავაზეს მამაკაცებთან ერთად სუფრასთან დაჯდომა და სადილობა, მან მკაცრად განაცხადა: „ოდეს ყოფილ არს აქამომდე თუმცა მამათა და დედათა ეჭამა პური?!“ და ღვინიანი ჭიქა სახეში შეალეწა თავის მაზლის ცოლს.
შუშანიკი უკანონოდ მიიჩნევს ამქვეყნად ქალისა და მამაკაცის უთანასწორობას. იგი შენატრის ისეთ სამყაროს სადაც ქალსა და მამაკაცს შორის არ იქნება უფლებრივი განსხვავება, მაგრამ დედოფალს, როგორც ქრისტიან ქალს, სწამს, რომ ასეთი სამყარო მხოლოდ საიქიოშია: „განვისაჯნეთ მე და ვარსქენ პიტიახში მუნ, სადა არ არს რჩევას მამაკაცისა და დედაკაცისას, სადა მე და მან სწორი სიტყუას ვთქვათ“ - ამბობს შუშანიკი.
შუშანიკმა კარგად იცოდა, რომ ვარსქენი ადვილად არ დაანებებდა თავს, როგორც ტექსტიდან ვიცით, იაკობ ხუცესი შეახსენებს დედოფალს: „წარე გონებას აქვს მას, გვემასა და ტანჯვასა დიდსა შეგაგდოს შენ.“ იმთავითვე მტკიცე იყო პასუხი შუშანიკისა: „უმჯომეს არს ჩემდა ხელთა მისთაგან სიკვდილი, ვიდრე ჩემი და მისი შეკრებას და წარწყმედას სულისას ჩემისას.“
შუშანიკი არ ეზიარა ვარსქენის საქმეებს. იგი თავისი სიმტკიცით იცავდა, არამხოლოდ სარწმუნოებას, ქრისტეს რჯულს, არამედ ქვეყნის დამოუკიდებლობასაც.