ანანურთან

ლექსი „ანანურთან“ ტიციან ტაბიძის შემოქმედების ერთ-ერთი მოვარდნილი მეწყერია, რომელიც თავის მუზას, ეპოქის ულამაზეს ქალბატონ თამუნია წერეთელს მიუძღვნა.

ბედისწერამ თამუნიას ფეხი მოჰკვეთა და „დანგრეულ მოდინახედ“ გადააქცია, ფეხმოტეხილ ღრუბლად იქცა მზეთუნახავი, მაგრამ ამ ტრაგედიისა და თამუნიას სილამაზის დაკარგვის მიუხედავად, ტიციანი არ წყვეტდა მის მიმართ ტრფობასა და ამის პოეზიით გადმოცემას.

ტიციანი იყო სულით რაინდი, წმინდა გულის პოეტი, თუმცა ბედისწერა არც პოეტისთვის, ყოფილა ნაკლებად ტრაგიკული. „შემართულია ფეხზე ჩახმახი და უსიკვდილოდ ვერ გადვურჩები“, ამბობდა პოეტი, რადგან გრძნობდა თავის მოახლოებულ უბედურებასა და ტრაგიკულ დასასრულს.

ტიციანი ლექსში ამბობს „ჩვენს მგლოვიარე, მწუხარ ოცნებას დაფარავს მიწა და დავიწყება.“

სადაც ის გულისხმობს, რომ ყველაფერი წარმავალია და ადრე თუ გვიან ყველაფერს ბოლო მოეღება, ისე რომ აუხდენელი დარჩება. ასეც მოხდა, მისი ცხოვრების დასასრული, მართლაც ტრაგიკული იყო, იმდენად ტრაგიკული, რომ თავად პოეტმა მას თვითმკვლელობა უწოდა, თუმცაღა მისი ყოველი ლექსი გრძნობის ფასად დატოვა.