კითხვის ნიშანი
კითხვის ნიშანს ვწერთ კითხვითი წინადადების ბოლოს.
მაგ.: რა მოხდა? ვინ მოვიდა? საიდან გაჩნდი აქ?
ა) კითხვის ნიშანი დაისმის კითხვის შემცველი დამოკიდებული წინადადების ბოლოს, როცა მოუბარი გადმოსცემს თავის და სხვის ნათქვამს. მაგ.: ბოლოს ჰკითხა მან - ვინ ხარ, შვილო? ვინ არის აქ? _ იკითხა მასპინძელმა.
ბ) კითხვის ნიშანი დაისმის ნაწილაკიანი პირდაპირი სხვისი ნათქვამის ბოლოსაც. მაგ.: მან მკითხა - რა გინდა ჩემგან? ტყის მცველმა ჰკითხა - ვინა ხარ?
გ) ზოგჯერ ერთად რამდენიმე კითხვა იყრის თავს, ასეთ შემთხვევაში მძიმეებს ვიხმართ, კითხვის ნიშანს კი წინადადების ბოლოს ვსვამთ. მაგ.: რა ვუთხრა, როგორ გავაგებინო, რას მივმართო?